Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 91/01-01, 16.04.2019 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ 1. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№91/01-01, 16.04.2019) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (36 165 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის; 2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის წესის შესაბამისად (იხ. დანართი); 3. დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ა) ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი დ) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი ე) გიორგი გოგსაძე – პროფესორი ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი ზ) მალხაზ მაცაბერიძე – პროფესორი თ) ხათუნა მაისაშვილი – ასოცირებული პროფესორი ი) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი 4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს; 5. დაფინანსებისათვის სტუდენტთა განცხადებები მიიღება 17 აპრილიდან 22 აპრილის 14:00 საათის ჩათვლით, VI კორპუსის № 207 ოთახში (მაგისტრატურის განყოფილება); 6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.